воскресенье, 17 ноября 2013 г.

IX დღე
მოვახდინეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია, შევაფასეთ და აზრი გავუზიარეთ ერთმანეთს. ტრენინგის ბოლო დღე საინტერესო გამოვიდა. მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს...

суббота, 16 ноября 2013 г.

VIII დღე
ორგანიზება გავუკეთეთ ყველა ჩვენს დოკუმენტს. გადავხედეთ და შევავსეთ ჩვენი პორტფოლიოები. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ინტერნეტში.

воскресенье, 10 ноября 2013 г.

VII დღე
დღევანდელ ტრენინგზე დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. გავეცანით სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის საჭირო  შაბლონებს და შევქმენით შაბლონი ჩვენი პროექტისთვის.

воскресенье, 3 ноября 2013 г.

V დღე
გავიხსენეთ პროგრამა power point-ი და დავიწყეთ პრეზენტაციის მომზადება ჩვენს სასწავლო პროექტზე. ვისაუბრეთ, როგორ განვსაზღვროთ შეფასების რუბრიკები მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. ტრენინგი ძალიან საინტერესო გამოვიდა. 

суббота, 2 ноября 2013 г.

ვიმუშავეთ მე-2 მოდულის აქტივობებზე, მეტი დრო დავუთმეთ მიმართულების საკვანძო კითხვების ფორმულირებას, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები...

пятница, 1 ноября 2013 г.

ტრენინგზე ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, გავიგეთ რომ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე დაყრდნობით უნდა დავსახოთ სასწავლო მიზნები, შევადგინოთ გეგმის მონახაზი და შეფასების ფორმები. ასევე გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს.  

вторник, 22 октября 2013 г.

სასწავლო პროექტებზე მუშაობისას გამიჩნდა იდეა, XI კლასის მოსწავლეებთან ერთად გავაკეთო პროექტი ,, გენმოდიფიცირებული საკვები".